ალიევი ყარაბაღში, ქალაქ შუშაში 13 ივლისს გამართულ ფორუმზე საუბრობდა ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შეთანხმებებსა და ტრანზიტზე, რა დროსაც თქვა, რომ რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სომხეთის მიმართულებით აზერბაიჯანის გავლით 40 000 ტონაზე მეტი მოცულობის სხვადასხვა ტვირთი გადაიზიდა.
„გარდა ამისა, აზერბაიჯანმა თავად დაიწყო ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში. თუ არ ვცდები, დღემდე 10 000 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტია მიწოდებული“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
„განსაკუთრებით ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ბევრ ქვეყანას საწვავის დეფიციტი აწუხებს, სომხეთს საწვავის საიმედო წყარო აქვს და ეს წყარო აზერბაიჯანია“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„მის გარეშე, სომხეთს, ალბათ, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოუწევდა ბენზინისა და დიზელის საწვავის ძებნა“, - განაცხადა ალიევმა.
ვითარება რუსეთში
რუსეთში, - რომელიც სომხეთისათვის საწვავის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია - საწვავის კრიზისი ივნისში დაიწყო.
- გამომძიებელ ჟურნალისტთა პორტალის, Hetq-ის ცნობით, 2025 წელს სომხეთმა რუსეთიდან 189 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიტანა;
- ამავე წყაროს თანახმად, ამ სფეროში იმპორტის 37% სწორედ რუსეთზე მოდის, - 2025 წლის მონაცემებითვე. მეორე მსხვილი წყაროა
რუსეთში დეფიციტი და სადგურებთან რიგებია თითქმის ყველა რეგიონში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ყირიმში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს, ხელისუფლებამ აკრძალა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი. Reuters-ის მონაცემებით, რუსეთში ბენზინის წარმოება ამჟამად აკმაყოფილებს სეზონური მოთხოვნის მხოლოდ 65 პროცენტს.
კრიზისის მიზეზია უკრაინის მხრიდან განხორციელებული დარტყმები რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურაზე.
ვითარება სომხეთში
რუსეთში საწვავის ბაზარზე არსებული კრიზისის გათვალისწინებით, რა პრევენციული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სომხეთის მთავრობა შიდა ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად?
ამ კითხვაზე პასუხად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მცირე ხნით ადრე განაცხადა, რომ ისინი ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ „მონოპოლიების გაუქმებით“.
„ჩვენ დიდი ხანია ამისთვის ვემზადებით მონოპოლიების აღმოფხვრით. დღეს კი სომხეთში ათობით ბენზინის იმპორტიორია, არის ახალი ინვესტიციები, არის ახალი ბენზინგასამართი სადგურების ქსელები, ძველები კვლავ ფუნქციონირებენ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი ბაზრის მიერ [ფასის] დარეგულირებით მოგვარდება“, - თქვა მან.
ამასთან, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წელს სომხეთმა სამჯერ შეამცირა რუსეთიდან ბენზინის იმპორტი.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·