სომხეთში რუსების მხრიდან ბინებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, ერევანში ქირის ფასები კი დაახლოებით 30%-ით – ამის შესახებ ადგილობრივმა უძრავი ქონების აგენტებმა გამოცემა „ვერსტკას“ განუცხადეს, ინფორმაციას კი „დოჟდი“ ავრცელებს.
ერთ-ერთი რიელტორის თქმით, „მოთხოვნა უზარმაზარია, საერთო ვითარება კი 2022 წლისას ჰგავს“.
ერევანში უძრავი ქონების შერჩევის სპეციალისტის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში დედაქალაქში ქირის ფასების დაახლოებით 30%-ით ზრდის მთავარი მიზეზი „ახლად ჩამოსული რუსების ნაკადია“.
რუსულენოვან ერთ-ერთ პოპულარულ Telegram-არხზე, რომელიც უძრავი ქონების მოძიებას ეძღვნება, ყოველდღიურად ქვეყნდება ათობით ახალი განცხადება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უკვე ჩავიდნენ სომხეთში ან შემოდგომაზე ემიგრაციას გეგმავენ.
გაზრდილი მოთხოვნის შესახებ წერენ სპეციალიზებული Telegram-არხებიც. სომხეთის უძრავი ქონების შესახებ არხი „Метры в драмах“ აღნიშნავს:
„ნორმალური ვარიანტები პრაქტიკულად აღარ არის. ადამიანები კვლავაც ჩამოდიან და, ჩემი აზრით, მიმდინარე წლის ზაფხული უკვე თითქმის გაუტოლდა 2022 წლის ზაფხულს“.
Google Trends-ის სტატისტიკის მიხედვით [რაზეც “დოჟდი” წერს] 2026 წლის ზაფხულში ერევანში ბინებით რუსეთის მოქალაქეების დაინტერესების დონე უკვე შეედრება იმ პერიოდს, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და რუსეთში მობილიზაციის პერიოდი დაიწყო.

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·