სოფელ შენაქოს ხიდის საყრდენი წყალმა გამორეცხა

23 hours ago 13

დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექითა და თოვლის დნობით მდინარე ადიდდა. წყალმა სოფელ შენაქო ხიდის საყრდენი გამორეცხა. ინფორმაციას ავრცელებს „თუშეთის დაცული ლანდშაპტი“.

ეს ხიდი აკავშირებდა შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან და ბართან.

„უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიურია“, - აცხადებენ „თუშეთის დაცული ლანდშაპტის“ ადმინისტრაციაში.

როდის აღდგება მოძრაობა უცნობია.

„თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თუშეთის დაცული ლანდშაპტის“ ფეისბუკგვერდზე, სადაც ხიდთან მისასვლელის დაზიანებაზეა საუბარი, მოსახლეობა წერს, რომ ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა:

  • „ეს ხიდი შარშან რომ გაკეთდა და ხალხი გეუბნებოდათ, ერთ სეზონსაც ვერ გაუძლებსო, ინტრიგანები ეძახეთ! ვინ ყოფილა მართალი?“
  • „ზუსტად ამ ადგილის ფოტოები ვრცელდებოდა, როცა გააკეთეს ეს ხიდი - რა ძალიან პატარაზეა დაყრდნობილიო, წერდა ხალხი... აი, შედეგიც!“
  • „შარშან გაკეთებულია, მგონი. ერთჯერადია. ვაი ჩვენს მთავრობას და ვინც გააკეთა“.
სრულად წაკითხვა