სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს

4 hours ago 2

სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოსახლეობის მიერ გაღებული შესაწირი, უკვე მეორედ მოიპარეს.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა- ლოცვის შემდეგ შეაღწიეს. ეკლესიის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

"გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული“,- ამბობს ქემაშვილი.
ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს.პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.

წყარო: ​tia.ge​​​

სრულად წაკითხვა