შსს-ს მიერ ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ნარკორეალიზატორი – მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით “სუბოტექსი” ამოიღეს. 

სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა:

“დილა იწყება კარგი ამბით:

ზუგდიდში მსხვილი ბარიგა მ.ჭ. დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით სუბოტექსი !

ეს ერთი და სხვა მრავალი !”, – წერს ელისო კილაძე “ფეიბუქზე”.