WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18.08.202618.08.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სამთავრობო მედიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ გაავრცელეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურის პასუხი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე.

„სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, – ამბობს პრესსამსახური „იმედის“ ცნობით.

დღეს გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი აღარ ახსენებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ნაცვლად ამისა, განცხადებაში გაიჟღერა მამუკა მდინარაძის სახელმა – ღარიბაშვილის თქმით, 17 აგვისტოს Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით“ შესთავაზა საკუთარი ხედვა.

წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს.ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „იძულებულს ხდიან“, დაიწყოს ბრძოლა.

იხილეთ: