სტრატეგიული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა

3 hours ago 3

სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი განკარგულება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 31 იანვარს გამოსცა.

როგორც იურისტი გურამ იმნაძე განმარტავს, ამ სტატუსის მქონე ობიექტების ბლოკირება სისხლის სამართლის წესით ისჯება. შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება”.

ეს იმ ფონზე, როცა ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა მსჯელობა პროევროპული საპროტესტო აქციების მაგისტრალზე გადატანის შესახებ. მოქალაქეები, რომლებიც უწყევტად, უკვე 65 დღეა ითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, განიხილავდნენ პროტესტის სხვა ფორმებს, მათ შორის მაგისტრალის გადაკეტვას.

“ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:

  • მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;
  • პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ”, – წერს გურამ იმნაძე.

ხვალ, 2 თებერვალს, 16:00 საათზე დაგეგმილია აქცია დავით აღმაშენებლის მოედანზე, “თბილისი მოლთან”.

სრულად წაკითხვა