“სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა…“ – ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

2 days ago 8

ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ხონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ლეხაინდაროს ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც, სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, 2-მა კი დაზიანებები მიიღო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ოფშკვითის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე, სოფია ბანძელაძე ემსხვერპლა.

“ოფშკვითის საჯარო სკოლა უდიდესმა ტკივილმა შეძრა. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი მეთორმეტე კლასელი სოფია ბანძელაძე – მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა…

ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს…

ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს, მშობლებს, ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა.

ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს“, – ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

წყარო : Fortuna.ge

სრულად წაკითხვა