სტუდენტს, რომელმაც კობახიძეს რუსეთის მონა დაუძახა, თსუ-სთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

1 week ago 10

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „რუსეთის მონა“ დაუძახა.

დღეს, 20 აპრილს, მაშინ, როცა ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობას დაცვის თანხლებით ტოვებდა, მას მიუახლოვდა ნიკო მანაგაძე და მიმართა:

„ბატონო რუსეთის მონავ, შეგვხვდებით სტუდენტებს?“

ტელეარხების კადრებში ჩანს, რომ კობახიძის დაცვა სტუდნეტს მიახლოების საშუალებას არ აძლევს და გვერდით გაჰყავთ, მის მიმართულებით კი ახალგაზრდების ჯგუფი მოძრაობას, კობახიძე კი მანქანის მიმართულებით მიდის. ამ დროს ფონად ისმის ხმაური.

როგორც სტუდენტი ნიკო მანაგაძე „მთავარ არხთან“ იხსენებს, სწორედ ამ დროს სცემეს, რასაც თავად კობახიძეც უყურებდა.

„როცა კობახიძე უნივერსიტეტიდან გამოდიოდა, მასთან მივედი და ვუსვამდი კითხვას, შეგვხვდებოდა თუ არა სტუდენტებს. შემდეგ მომვარდა 10-15-კაციანი ჯგუფი, რომელიც მუდმივად დაყვება კობახიძეს, რათა ფიზიკურად გაუსწორდეს ნებისმიერ ადამიანს, ვინც მასთან ახლოს მივა და რაიმე კრიტიკულ შეკითხვას დაუსვამს. იმის მიუხედავად, რომ კობახიძემ ეს დაინახა საკუთარი თვალით, არანაირი რეაგირება არ ჰქონია — გაიღიმა, დააქნია ხელი, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა,“ — ამბობს მანაგაძე. მას დაზიანება თვალის არეში ეტყობა.

სრულად წაკითხვა