დაახლოებით 12 საათის შემდეგ, სტუდია „მონიტორის“ Facebook-ის გვერდი აღდგა.
„რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენი გვერდი დაბლოკილი იყო კიბერთავდასხმის შედეგად.
გმადლობთ, რომ მხარს გვიჭერთ. გაგვაძლიერეთ თქვენი აქტიურობით და დაელოდეთ ჩვენს ახალ გამოძიებას თაღლითური ქოლ-ცენტრების შესახებ“, – აცხადებს სტუდია „მონიტორი“.
სტუდია „მონიტორის“ Facebook-ის გვერდი დღეს, 3 აგვისტოს, დილით წაიშალა. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარი დუდუნიამ გამოქვეყნა „სქრინი“, სად ჩანს, რომ Meta მათ „საავტორო უფლებების დარღვევას“ ედავება. მედია „საავტორო უფლებების დარღვევას“ გამორიცხავს.
სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი მედიის გვერდის წაშლას თაღლითური ქოლცენტრების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
„მალე უნდა დაიდოს სკამერებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება. უკვე დადებული იყო ანონსი და სავარაუდოდ, ეს მესამე შემოტევა მაგას უკავშირდება“, – განაცხადა ნინო ზურიაშვილმა „ტვ პირველთან“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა კიბერ-თავდასხმის გამო „სტუდია მონიტორს“ საქმიანობაში ხელი შეეშალა. 25 ივლისს მსგავსი საბაბით გაითიშა „სტუდია მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც გასაჩივრების შემდეგ აღდგა.
უფრო ადრე 1 ივლისს, კი Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე YouTube-ზე, „სტუდია მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, რომლებიც არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს აღწერდა. მოგვიანებით ეს მასალები თავის ადგილზე დაბრუნდა.
სტუდია „მონიტორის“ Facebook-ის გვერდის წაშლა დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და Meta-ს მოუწოდა სწრაფად ეწარმოებინა გამოძიება და აღედგინა მედიის წაშლილი გვერდი.
„ქვეყანაში დაუსჯელად მოქმედებენ კიბერ-დამნაშავეები და დიდი რესურსები იხარჯება ტროლ-ბოტების ქარხნებზე, რომლებიც რეგულარულად ესხმიან თავს „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს, ექსპერტებს და აქტივისტებს, მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობენ“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
იხილეთ ასევე:

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·