სუმიში დრონებით დარტყმა იყო საწარმოზე, სადაც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ

1 day ago 2

უკრაინის ქალაქ სუმიში რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამთენიისას დაზიანებული საწარმო პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანაა, სადაც დღეს სააღდგომო პასკებსაც აცხობდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი.

პირველი ცნობა სუმის ერთ-ერთ საწარმოზე დრონებით შეტევის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა არტიომ კობზარმა გაავრცელა, თუმცა, საწარმო არ დაუკონკრეტებია.

დილის 10 საათისთვის სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო მელნიკმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დარტყმა იყო საკონდიტრო საამქროზე, სადაც სააღდგომო პასკებს აცხობდნენ.

სუმის საოლქო პროკურატურის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 05:00 საათისთვის სამი დრონით დაარტყეს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ქარხანას, რომელიც ოლქში წამყვანი საწარმოა.

პროკურატურის თანახმად, დაიღუპა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც პრუდუქციის წასაღებად ემზადებოდა და დაშავდა საწარმოს თანამშრომელი ქალი.

სრულად წაკითხვა