სუს-მა კორუფციის ბრალდებით 28 პირი დააკავა  

1 week ago 46
Photo: screengrab from TV Imedi's July 14th livestream.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით 28 პირია დაკავებული.

გაგნიძის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ქრთამის აღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვა, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. დაკავებულთა ვინაობა უცნობია.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა