სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს, თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვლის, ის ამ დრომდე იუსტიციის მინისტრი იყო, ანრი ოხანაშვილის ადგილას კი "ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება. საკადრო ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თანახმად, "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი".
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ეს უწყება კობახიძის თქმით, დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება და მისი "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება."
მალასა განახლდება