WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს მთავრობის სახელით „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას 20 სტუდენტის მიღება შეეძლება მაგისტრატურაში. ამით ცვლილება შევიდა 2026 წლის 12 თებერვლის დადგენილებაში.

სამაგისტრო საფეხურზე სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულბაში ჯამში 3410 სტუდენტს მიიღებენ.

მიმდინარე წლის 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სუსის სასწავლო ცენტრი „რეფორმის ფარგლებში“ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა.

ამ სტატუსის მიღების შემდეგ სასწავლებელს ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის განახორციელება შეუძლია. გუშინ, 17 აგვისტოს კი „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.

სუსის სასწავლო ცენტრი მსურველებს სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსებს სთავაზობდა. ასევე ახორციელებდა პროექტს „უსაფრთხოების ახალგაზრდული სკოლა“. როგორც სასწავლო ცენტრის ფეისბუკის გვერდი იტყობინებოდა, პროექტის მიზანი იყო „მსმენელებისთვის პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ“.