26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: “AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად”. მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა, არ გამოტოვონ პროფესიული ტრანსფორმაციის ეს შანსი და მიიღონ ექსკლუზიური ცოდნა, რომელსაც საკუთარ კონკურენტულ უპირატესობად აქცევენ.
სწორედ ამ შესაძლებლობის შესაქმნელად, AI გლობალური განათლების ასოციაცია, AI აკადემიასთან ერთად, აცხადებს მიღებას 1-დღიან ინტენსიურ მასტერკლასზე, რომელიც AI ტექნოპარკის სივრცეში (გორი, ბერუაშვილის N12) გაიმართება.
ორგანიზატორების განმარტებით, 2-საათიანი შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ გზამკვლევს, თუ როგორ დაზოგონ მასწავლებლებმა საათობით დრო გაკვეთილების დაგეგმვასა და რესურსების მომზადებაში, შექმნან პერსონალიზებული სასწავლო მასალები და ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ასისტენტად აქციონ.
„ჩვენი მიზანია, პედაგოგმა ხელოვნური ინტელექტი აღიქვას არა დამატებით თავსატეხად, არამედ მძლავრ მოკავშირედ. AI-ის სწორად გამოყენებით მასწავლებლები ზოგავენ უამრავ დროს და გაკვეთილებს ბევრად ინტერაქციულს ხდიან. ეს მასტერკლასი მონაწილეებს მისცემს იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებასაც საკლასო ოთახში მეორე დღიდანვე შეძლებენ. ნუ გააშვებთ შანსს, იყოთ პირველთა შორის შიდა ქართლში, ვინც AI ტექნოლოგიებს საკლასო ოთახში ეფექტურად დანერგავს.”, – განმარტავს AI გლობალური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო საბანაძე.
- მონაწილეობის ღირებულება: 40 ლარი
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
რეგისტრაცია შესაძლებელია 23 სექტემბრამდე, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/rKdS8kr5688JN1nz9
Neotv