ტარიელ ხარხელაურის სათხოვარი

1 day ago 7

პოეტ ტარიელ ხარხელაურის მთავარი სათხოვარი უფლის მიმართ ადამიანებისთვის ერთმანეთის შეყვარებაა:

“…ნათლად ვხედავთ უფლის უარყოფამ, განდგომამ უფლისაგან, სადამდე მიგვიყვანა – მსოფლიო შეიშალა, ნამდვილად შეიშალა… განა იმას, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, შეიძლება სხვანაირი შეფასება მოვუძებნოთ?! სწორედ გაუცხოება და ერთმანეთის მიუღებლობაა მიზეზი დღევანდელი საკაცობრიო გონის დაავადებისა… თუ ასე გაგრძელდება, მსოფლიოს მომავალი ძალზე ბუნდოვანი მეჩვენება.

გვწამდეს ღმერთი და სამშობლო! იქნებ სწორედ ქრისტეს აღდგომის დღე ვაქციოთ ღმერთისა და სამშობლოში ერთობით დაბრუნების ბრწყინვალე დღესასწაულად. დავიბრუნოთ ერთმანეთის მიმღებლობა, ერთმანეთის სიყვარული… სწორედ ღმერთი და სიყვარულია ხერხემალი კაცობრიობის მარადისობისა. გილოცავთ აღდგომის ჭეშმარიტად ბრწყინვალე დღესასწაულს… დაე, ეს დღე იქცეს ჩვენი აღდგომისა და რწმენაში დაბრუნების დღესასწაულად. უფალო! მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენი… ღმერთო, შენ დაიფარე და გაამთლიანე საქართველო… ღმერთო, შენ გაგვიხსენი თვალი გონებისა, გაგვივსე გული სიყვარულით.

ღმერთო, ისე შეგვაყვარე ერთმანეთი, რომ ერთმანეთისადმი ზიზღისა და სიძულვილისათვის ადგილი აღარ დარჩეს…

ქრისტე აღსდგა…

მადლობა უფალს…

მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა საქართველოს…”

სრულად წაკითხვა