ტელეწამყვანებმა ანა კოშაძემ და ვახო კანდელაკმა "რუსთავი 2" დატოვეს

1 week ago 9

ტელეწამყვანებმა ანა კოშაძემ და ვახო კანდელაკმა  "რუსთავი2" დატოვეს

ანა კო­შა­ძე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ხოლო ვახო კან­დე­ლა­კი შუ­ა­დღის გა­და­ცე­მის.

ანა კოშაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს:

"ჩემი მეგობარი წერს ჯგუფში თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ექიმზე, 6 თვით ადრე რომ უნდა ჩაეწერო კონსულტაციაზე, გუშინ, უკან მედგა აქციაზე და კინაღამ მივედი და კონსულტაცია ჩავატარებინეო. ჩემო “დაკავებულო” მეგობრებო, გამოდით"
"მე-11 დღე, ნაცემი, დაჭერილი, ღამენათევი (ცემასთან და დაჭერასთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც), გულგაგლეჯილი ადამიანებით. დღეს ნაძვის ხე გვექნება, გაიღიმეთ"
"ხან საბჭოთა რეპრესიების დრო მახსენდება ამ ყველაფერზე, ხან 90-იანების კრიმინალური გარემო და ხანაც 7 ნოემბერი. ყველაფრის ნაზავი და სინთეზი უფროა. გვეხება თუ არა ყველას? კი, გვეხება. პირველადი მოხმარების პროდუქტებს ცეცხლის ფასი უკიდია. აქამდე უნდა გაგვეპროტესტებინა თუ არა ჩვენი მდგომარეობა? კი, უნდა გაგვეპროტესტებინა. ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ, ვნანობ" - წერს ფეისბუქზე ანა კოშაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონზე ფიზიკურად დაშავდნენ ჟურ­ნა­ლის­ტებ­იც. 7 დე­კემ­ბერს ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში და­ესხნენ თავს "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს და ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

სრულად წაკითხვა