ტემპერატურა +19°-ს მიაღწევს – ზაფხული გვიბრუნდება! – ნახეთ, ამინდის პროგნოზი

7 hours ago 1

13  იანვარს, ორშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +19°-ს მიაღწევს

meteo.gov.ge-ის თანახმად დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +14, +19°; მთაში დღისით +12, +17°; მაღალმთაში დღისით +5, +10°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით დასავლეთის  ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +10, +15°; მთაში დღისით +5, +10°; მაღალმთაში დღისით +3, +8°.

სრულად წაკითხვა