ტესტი: მოპარული მარწყვი

4 weeks ago 28

ყველას მოსწონს სასიამოვნო ადამიანები და უმრაველესობა ჩვენთაგანი ცდილობს იყოს
სასიამოვნო. მიუხედავად ამისა, მაინც ძალზე ცოტა ადამიანი ახერხებს იყოს მუდმივად
კარგი. როგორც არ უნდა ეცადო, თითქოს ჯინაზე ყოველთვის იქნება ისეთი საშინელი დღე
ან სისუსტის მომენტი, როცა გირჩევნია იყო ცუდი.

არა აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გამოიხატებოდა ეს – სიჩქარის გადაჭარბებით
გზატკეცილზე, გამოცდებზე შპარგალკით ჩალიჩით თუ საოფისე ნივთებიდან რაიმეს
პრივატიზაციით – მაგრამ თითოეულ ჩვენთაგანს გვქონია შემთხვევა, რომ ჩაგვიდენია ისეთი
რამ, რომლითაც ნამდვილად ვერ ვიამაყებთ და რომლებსაც გამართლება არ მოეძებნებათ.

გასაღები იმისა, რომ იყო ჭეშმარიტად ღირსეული ადამიანი, მდგომარეობს შენი ხასიათის
უარყოფითი თვისებების აღიარებაში და არა იმაში, რომ ყველას თავი ანგელოზად მოაჩვენო
იმ დროს, როცა ეშმაკი მხრებზე შემოგჯდომია და მუდმოვად ყურში ჩაგჩურჩულებს.

შემდეგ სცენაში თქვენ დიდი გამოცდა გელით…~

1.რომელიღაც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობისას თქვენ გადააწყდით ბაღს,
სადაც ხარობს არაჩვეულებრივი მარწყვი. თქვენი კუჭი ლამის არის აყვირდეს, ისე
მოგინდებათ მარწყვის გასინჯვა. ირგვლივ არავინ არ ჩანს. ერთადერთი რაც მარწყვისგან
გაშორებთ – ღობეა.

რა სიმაღლისაა ეს ღობე?

2.თქვენ შეაღწიეთ ბაღში და დაიწყეთ მარწყვის ჭამა.

რამდენი ცალი მიირთვით?

3.მოულოდნელად გამოჩნდება ბაღის პატრონი, რომელიც მაშინვე ყვირილს დაგიწყებთ იმის
გამო, რომ ქურდულად შეიპარეთ მის ბაღში და იპარავთ მარწყვს.

რას ეუბნებით თავის გასამართლებლად?

4.მას შემდეგ, რაც ყველაფერმა ჩაიარა, როგორი გეჩვენებათ მარწყვის გემო? და რას
განიცდით, როცა კიდევ ერთხელ იხსნებეთ მარწყვის ქურდობის სცენას?

გასაღები ტესტისთვის „მოპარული მარწყვი“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

მაცდურად წითელი და ტკბილი მარწყვი – არის სექსუალური ლტოლვის და ვნების
გავრცელებული სიმბოლო. ზემოთაღწერილ სცენარში, თქვენი მოქმედება, გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ აკრძალულ რომანებთან და მოპარულ სიყვარულთან.

1,ღობის სიმაღლე, რომელიც თქვენ გაშორებდათ ბაღისგან, განსაზღვრავს თქვენი
თვითკონტროლის და სექსუალური ცდუნებებისადმი წინააღმდეგობის დონეს.

რაც უფრო მაღალია ღობე, მით უფრო მაღალია თქვენი თვითკონტროლი.

ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეს რომ ბაღი უზარმაზარი ღობით იყო
გარშემორტყმული, გააჩნიათ რკინისებური ნებისყოფა და გასაოცარი სიმტკიცე. ხოლო თუ
თქვენ წარმოიდგინეთ რომ ბაღს ჰქონდა უბრალოდ ჯაჭვი შემოვლებული მუხლის
სიმაღლეზე, ფრთხილად იყავით, სიყვარულის ალში არ დაიწვათ.

2.მოპარული მარწყვის ნაყოფის რაოდენობა, ეს არის რაოდენობა ადამიანებისა, რომლებზეც
თქვენ შეგიძლიათ იყოთ შეყვარებული (ან რომლების მიმართაც თქვენ განიცდით ვნებიან
ლტოლვას) ერთდროულად.

თუ თქვენ თქვით, რომ გაჩერდით პირველივე ნაყოფის გასინჯვის შემდეგ, ე.ი. სასიყვარულო
ურთიერთობებშიც საკმაოდ თავშეკავებული ხართ.

ხოლო იმათ კი, ვინც ორნიშნა ციფრებამდე ავიდა, ვურჩვეთ აღვირი ამოსდონ თავიანთ
ლიბიდოს. არავის არ ძალუძს გაუძლოს ასეთ ტემპებს დიდხანს.

3.სიტყვები, რომლითაც თავის მართლება დაიწყეთ ფერმერთან, მიუთითებს იმაზე, თუ
როგორ დაიცავდით თავს, თქვენს საყვარელ ადამიანს ღალატის ფაქტზე რომ წაეწრო
თქვეთვის.

რაო, როგორ იყო თქვენი თავის მართლება?

„ძალიან ვწუხვარ. ეს არასდროს არ განმეორდება.“ ხანხადახან სრული აღიარება და პირობის
დადება რომ შემდეგში ასე არ მოიქცევი, კარგი გამოსვალია ხოლმე.

„ისინი ისე გემრიელად გამოიყურებოდნენ, რომ თავი ვერაფრით ვერ
შევიკავე.“
სინამდვილეში შეგეძლოთ, მაგრამ თქვენ უბრალოდ მოიპარეთ სხვისი მარწყვი.
თუმცა სიმართლის აღიარება – საუკეთესო პოლიტიკაა. ბოლოს და ბოლოს ამან იმუშავა
ჯორჯ ვაშინგტონისთვის და თუ მას მიბაძავთ, იქნებ თქვენც გახდეთ ოდესმე პრეზიდენტი.

„ეს მარწყვი არაჩვეულებრივად ტკბილია. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ კიდევ
გავსინჯო?“
ფრთხილად, ფერმერებს იარაღი აქვთ… მეუღლეებს კი ჰყავთ ადვოკატები.
საბედნიეროდ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი გადახედოთ სიტყვების არჩევანს.

4.ის თუ როგორ აღწერეთ თქვენი ახლახანს მიღებული გამოცდილება და მარწყვის გემო,
მიუთითებს იმაზე, თუ რა გრძნობები დაგეუფლებოდათ, როცა გადახედავდით თქვენს
წარსულ სასიყვარულო ისტორიებს.

„სინამდვილეში მარწყვი არ იყო ისეთი ისეთი გემრიელი, როგორადაც გამოიყურებოდა. ეს
ყველაფერი არ ღირდა ამდენ დავიდარაბად.“
სავსებით სამართლიანია სასიყვარულო
ისტორიების უმრავლესობისთვის. ჩაიწერეთ ეს შემთხვევაც აქტივში და გასწიეთ წინ.

მარწყვი იყო ისეთი ტკბილი, ისეთი საოცარი! მე ამის მსგავსი არაფერი გამისინჯავს!“ აქ
მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თქვენ ძალიან გიტაცებთ სასიყვარულო ისტორიები.

„არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გულის გადაყოლება შეიძლებოდა.“ სტატისტიკოსების
ენაზე თუ ვიტყვით, თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებშიაც ძალზე
მაღალია რეციდივისტად ქცევის რისკი.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

სრულად წაკითხვა