ტესტი: როცა კარი არ არის კარი

1 month ago 48

ყოველდღე კი არ გაქვს დრო და სურვილი გამოხვიდე სახლიდან და გაისეირნო ქალაქის
ქუჩებში ყოველგვარი მიზნის გარეშე, უბრალოდ მუხლი რომ გაშალო და კიდევ ერთხელ
გადაავლო თვალი ნაცნობ ადგილებს.

ასეთ დროს სავსებით შესაძლებელია გზად შეიაროთ თქვენს საყვარელ კაფეში, გაისეირნოთ
საყვარელი პარკის ბილიკებზე ან უბრალოდ დაათვალიეროთ მაღაზიის ვიტრინები. თუმცა
არის ისეთი დღეებიც, როცა მოგინდება უბრალოდ იარო, განურჩევლად გზისა და იმისა თუ
საით მიდიხარ.

წარმოიდგინეთ, რომ სეირნობთ ქალაქის ქუჩებში. ამინდი მშვენიერია, არაჩვეულებრივ
განწყობაზე ხართ და ოცნებებით ცაში დაფრინავთ. მოულოდნელად თქვენ აღმოჩნდით
ქუჩაზე, რომელზეც ადრე არასდროს არ ყოფილხართ. მიდიხართ ამ ქუჩაზე და ამჩნევთ
კერძო სახლს, რომელიც მდებარეობს არა პირდაპირ ქუჩის პირას, არამედ ცოტა მოშორებით,
სიღრმეში, თქვენ ანელებთ ნაბიჯებს, რომ კარგად შეათვალიეროთ ეს სახლი და დატკბეთ
მისი ელეგნატურობით და სილამაზით. უცებ თქვენ ამჩნევთ რომ სახლის შესასვლელი
კარები ოდნავ ღიაა.

ჩნდება კითხვა: „რატომ?“

  1. სახლში ქურდები არიან
  2. სახლის რომელიღაც ბინადარს დაავიწყდა კარის მიხურვა.
  3. სახლის რომელიღაც ბინადარი გვის შესასვლელს

გასაღები ტესტისთვის „როცა კარი –არ არის კარი“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ

კარებს გააჩნიათ ორმაგი თვისება: ისინი შეიძლება იყვნენ გასასვლელი სადმე სხვაგან, ან
პირიქით, შეიძლება შეასრულონ ბარიერის როლი.

ნაწილობრივ, შესასვლელი კარები – ეს არის სახლის თავდაცვის პირველი ხაზი. ის ყოფს
სახლის ბინადრებს ყოველგვარი მოულოდნელობებით სავსე გარე სამყაროსგან.

როცა წარმოიდგენთ რომ კარები, რომელიც ჩვეულებრივ დახურული უნდა ყოფილიყო,
აღმოჩნდა ღია, თქვენ თავში ატრიალებთ სცენებს დაუცველობის თემაზე.

ქვეცნობიერის დონეზე, მიზეზი, რომლითაც თქვენ ახსენით კარების ღიად დარჩენა,
მეტყველებს თქვენი გახსნილობის დონეზე, იმაზე თუ რა დოზით აძლევთ გარშემომყოფებს
საშუალებას დაინახონ თქვენი სისუსტეები.

1.სახლში ქურდები არიან.

რაც არ უნდა ხდებოდეს, თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ ეს კარგად არ დასრულდება.
თქვენი ხასიათის ეს თვისება განსაკუთრებით მკვეთრად მაშინ იჩენს თავს, როცა საქმე
მართლაც არასასურველ მიმართულებას იძენს.

თქვენ არასდროს არ ღელავთ კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ
დროს პანიკა ახდენს თქვენს სრულ პარალიზებას, თავიდან ფეხამდე.

რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, დაითვალეთ ათამდე და ამის
შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად დაკარგოთ გონი… J

2.სახლის რომელიღაც ბინადარს დაავიწყდა კარის მიხურვა.

თქვენ არ მიეკუთვნებით იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში
პანიკაში ვარდებიან. პირიქით, თქვენ იმდენად მოდუნებული ხართ, შეიძლება ვერც კი
შეამჩნიოთ თქვენს გარშემო ამოვარდნილი ქარიშხალი. თქვენ უშვებთ შეცდომას, არა
იმდენად ბოროტი განზრახვით, არამედ უფრო უყურადღებობით, მაგრამ შედეგები
ერთიდაიგივეა თქვენთვისაც და თქვენი გარემოცვისთვისაც.

3.სახლის რომელიღაც ბინადარი გვის შესასვლელს

მიხედავად უდარდელი იერისა, შინაგანად თქვენ ყოველთვის მობილიზებული ხართ.
მუდმივად მოდუნებული სიფხიზლის მდგომარეობაში ყოფნის უნარმა თქვენ გაქციათ
ჩამოყალიბებულ, მომწიფებულ ინდივიდად, ძლიერ პიროვნებად. რა თქმა უნდა ისევე,
როგორც ნებისმიერ ადამიანს, თქვენც გაქვთ გარკვეული სისუსტეები, მაგრამ უბრალოდ არ
გამოგაქვთ ისინი სააშკარაოზე.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

სრულად წაკითხვა