"ტექნიკური ხარვეზი იყო" - სუსი "ტელეიმედის" გათიშვის საქმეზე საბოტაჟის მუხლით საქმის ძიებას შეწყვეტს

2 hours ago 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს „ტელეიმედის“ ჰოლდინგში შემავალი სამი ტელეარხის („იმედი“, „მაესტრო“ და GDS) დროებით გათიშვის გამო საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების შედეგებზე.

სუსის თანახმად ტეკლეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ "ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა".

"გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება", - ნათქვამია სუსის განცხადებაში, რომლის თანახმადაც "ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება".

სუსმა გამოძიება ტელეკომპანია "იმედის" მიმართვის საფუძველზე გამოძიება 13 ოქტომბერს დაიწყო.

„ტელეიმედის“ ჰოლდინგში შემავალი ტელევიზიების მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. „იმედმა“ განაცხადა, რომ „ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.

სრულად წაკითხვა