წაკითხვა: 2
ტრაგედია ბათუმში, ე.წ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ და დაიხრჩნენ. ადგილობრივების ცნობით, ბავშვები სავარაუდოდ მშობლებს გამოეპარნენ.
ტერიტორია, რომელიც გადათხრილია და სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, არ იყო შემოღობილი და ტრაგედიაც სწორედ ამ ადგილზე დატრიალდა.
ბავშვების ასაკი ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი 3 და 6 წლისები იყვნენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს