ტრაგედია ბათუმში – 23 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

1 hour ago 4

ბათუმში, შავ ზღვაში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო. ნოდარ დარჩიძის ცხედარს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს, მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო.

ნოდარ დარჩიძის ფოტოს და სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„დღეს ზღვამ ყველაზე ძვირფასი უკან დააბრუნა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა… ნოდარ დარჩიძის ცხედარი ნაპოვნია. რამდენი ლოცვა, რამდენი იმედი, რამდენი ცრემლი… ყველას სჯეროდა, რომ ნოდარი ცოცხალი დაბრუნდებოდა. ოჯახი ბოლო წამამდე სასწაულს ელოდა, მაგრამ ყველაზე მძიმე ამბავი დადგა.
ყველაზე მტკივნეული ის არის, როცა მშობელს საკუთარი შვილის გაცილება უწევს. ეს ტკივილი სიტყვებით არ იზომება. ამ ტკივილს ვერაფერი გააქრობს და ვერაფერი შეამსუბუქებს. დღეს მთელი აჭარა გლოვობს ერთ ახალგაზრდა სიცოცხლეს, რომელიც ჯერ კიდევ უამრავი ოცნებით ცხოვრობდა. დარჩა მხოლოდ ცრემლები, მოგონებები და აუხდენელი გეგმები. უფალმა ნათელში ამყოფოს ნოდარ დარჩიძის სული, ხოლო მის ოჯახს მისცეს ძალა, გაუძლოს ამ ენით აუწერელ ტკივილს“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა