ტრამპი ამბობს, რომ „განიხილავს“ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვას

1 hour ago 4

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ივლისს ანკარაში განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს თურქეთისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის საკითხს მას შემდეგ, რაც 2019 წელს ანკარის მიერ რუსული სისტემის შეძენის გამო პროგრამიდან გამოთიშა.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ... ეს არის შესანიშნავი თვითმფრინავი, საუკეთესო თვითმფრინავი ჯერჯერობით და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს“, - თქვა ტრამპმა, თურქ კოლეგასთან, რეჯეპ თაიპ ერდოანთან შეხვედრისას, ანკარაში ნატოს სამიტზე ჩასვლის შემდეგ.

თურქეთი დიდი ხანია ცდილობს გადაჭრას F35-ის პროგრამაში თავისი ხელახლა მიღების საკითხი და აშშ-ის სანქციების მოხსნა, რამაც გააუარესა ურთიერთობები და შეაფერხა თურქეთის თავდაცვის პროექტები. მოელოდნენ, რომ ტრამპის ვიზიტს ამ პრობლემის ჩიხიდან გამოყვანა შეეძლო.

აშშ-ის პრეზიდენტი ანკარაში ნატოს სამიტზე ჩავიდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურები 7-8 ივლისს უკრაინის თავდაცვის სფეროში დახმარების გაზრდის გარდა და ევროპელი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

კითხვაზე, გააუქმებდა თუ არა CAATSA-ს (the Countering America's Adversaries Through Sanctions Act - ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების მეშვეობით ბრძოლის აქტი), რომელიც მან თურქეთს დაუწესა რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემების S-400-ის შეძენის გამო და რომელიც სხვათა შორის, F-35-ის ანკარისთვის მიყიდვას კრძალავს, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ვაპირებთ სანქციების მოხსნას“.
„ჩვენ არ გვსურს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება“, - დასძინა მან.

ერდოანმა იქვე განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ტრამპი მოაგვარებდა საკითხს და დავას დაასრულებდა.
„ბატონმა ტრამპმა პირადად მოგვცა სიტყვა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - თქვა მან თარჯიმნის მეშვეობით.

ამ კვირის დასაწყისში ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა ვაშინგტონს, არ მიეყიდა თვითმფრინავები ნატოს წევრი თურქეთისთვის და განაცხადა, რომ ეს „ძალაუფლების ბალანსს“ დაარღვევდა რეგიონში.

სრულად წაკითხვა