ტრამპი ამბობს, რომ ის არავის გაათავისუფლებს Signal-ში მიმოწერის გაჟონვის გამო

2 days ago 6

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა NBC News-ს ინტერვიუში, რომ არ აპირებს ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებას Signal-ის ჯგუფური დახურული ჩატის შინაარსის გაჟონვის გამო.

ტრამპის გუნდი განიხილავდა იემენში ჰუთიტების წინააღმდეგ თავდასხმის თემას და როგორც შემდგომ გაირკვა, ვირტუალურ შეხვედრაში შეცდომით შეიყვანეს The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი
გოლდბერგი, რომელმაც მოგვიანებით ამ შეხვედრაში თავისი მონაწილეობის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა.
ტრამპმა ინტერვიუში ამბობს, რომ კვლავ ენდობა თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ჩატის შექმნაზე.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჰუთიტებზე თავდასხმას "უკიდურესად წარმატებულად" შეაფასა და პრესაში გაჟონვის შესახებ განხილვას "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა.
„ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობაა და პრესას ამაზე ლაპარაკი სურს, რადგან სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი“, - მოჰყავს NBC News-ს ტრამპის სიტყვები. "წარმატებული თავდასხმა გვქონდა. მივაყენეთ ძალიან ძლიერი და ძალიან სასიკვდილო დარტყმა. და არავის სურს ამაზე საუბარი. სულ სისულელეა, რაზეც სურთ ლაპარაკი. ეს ყალბი ამბებია” - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი ინტერვიუში.
მანამდე Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, თეთრი სახლის აპარატის უფროსმა სუზი უაილსმა და მრჩეველმა სერხიო გორმა ტრამპს უოლცის გათავისუფლება ურჩიეს.


24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე შეტევას.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.

სრულად წაკითხვა