ტრამპი და პუტინი სატელეფონო კონსულტაციას მართავენ

3 hours ago 3

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს სატელეფონო კონსულტაციას მართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა ხუთშაბათს დაგეგმილი სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის - ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე. ტრამპსა და პუტინს შორისა სატელეფონო საუბარზე ასევე იუწყებოდა გამოცემა Axios.

გავრცელებული მოლოდინით, პარასკევს თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და კიევისთვის გრძელი რადიუსის დარტყმების შესაძლებლობების მიწოდების საკითხებს. ეს მოიცავს კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასაც - რაც მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს.

ახლახან, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას - თუ არ მოხერხდება უკრაინაში ომის გაჩერება. ამავე დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ აპირებს რაკეტების საკითხი რუსეთთან განიხილოს. დამაზუსტებელი კითხვის პასუხად ტრამპმა ივარაუდა, რომ ეს, შესაძლოა, პუტინთან სატელეფონო საუბარში მოხდეს.

სრულად წაკითხვა