ტრამპმა 14 ივლისს ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნი დღეებში ირანზე ძლიერ დარტყმებს განაგრძობენ, მომავალ კვირაში კი ელექტროსადგურებს და და ხიდებს დაარტყამენ, თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით ემუქრებოდა მის წინააღმდეგ ისრაელთან ერთად 2026 წლის თებერვლიდან დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროსაც, თუ თეირანი ვაშინგტონის პირობებს არ დასთანხმდებოდა.
14 ივლისის საღამოდან აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი შეტევა მიიტანეს ირანის სამხედრო ობიექტებზე. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმის მიზანია კიდევ უფრო შეასუსტონ ირანის შესაძლებლობები, თავს დაესხას სამოქალაქო სატვირთო გემებს.
14 ივლისიდან შეერთებულმა შტატებმა განაახლა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა.
თავის მხრივ, ირანმა რაკეტებით და დრონებით ისევ შეუტია ამერიკულ სამხედრო ობიექტებს ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
- ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა.

1 week ago
39







English (US) ·
Georgian (GE) ·