ტრამპი: მექსიკასთან და კანადასთან 25%-იანი ტარიფები დღეიდან ამოქმედდება

1 month ago 10

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე 25%-იანი გადასახადები დღეიდან, 4 მარტიდან ამოქმედდება.

„მათ მოუწევთ ტარიფების გადახდა“, — თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ტარიფები აიძულებს აშშ-ის ორ მეზობელს, გააძლიერონ ბრძოლა ფენტანილის ტრეფიკინგის წინააღმდეგ და შეაჩერონ არალეგალური იმიგრაცია.

მაგრამ ტრამპმა ასევე მიუთითა, რომ მას სურს აღმოფხვრას ამერიკის სავაჭრო დისბალანსი და მეტი ქარხანა აიძულოს, გადავიდნენ შეერთებულ შტატებში.

„აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, ამერიკელები გადაიხდიან მეტს სასურსათო პროდუქტებში, გაზსა და მანქანებში და პოტენციურად დაკარგავენ ათასობით სამუშაო ადგილს. ტარიფები შეაფერხებს წარმოუდგენლად წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობას“, — განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

ტრუდომ თქვა, რომ საპასუხოდ კანადა დააწესებს 25%-იანი ტარიფებს ამერიკულ საქონელზე.

თებერვალში ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დააწესა. მან ორშაბათს გაიმეორა, რომ ეს მაჩვენებელი გაორმაგდება 20%-მდე.

სრულად წაკითხვა