ნატოს სამიტის შემდეგ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრას „ძალიან წარმატებული“ უწოდა და განაცხადა, რომ მან მოკავშირეებს შორის დიდი ერთიანობა აჩვენა. ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც თავად ტრამპმა ადრე გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყანა, ესპანეთი, და დაემუქრა მასთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტით. ასევე კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი კონტროლის დამყარებას გრენლანდიაზე, რომელიც ნატოს კიდევ ერთი ქვეყნის, დანიის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიაა.
ტრამპის თქმით, ნატოს ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და მიზნის, მშპ-ს 5%-ის, მიღწევის გზაზე არიან. ტრამპის თქმით, ის დარწმუნდა, რომ მოკავშირეები საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენენ აშშ-ს. მისი სიტყვებით, მან მოკავშირეებთან ისაუბრა შეიარაღების წარმოების გაზრდაზე.
Reuters-ის წყარომ, რომელიც დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრების შინაარს იცნობს, აღნიშნა, რომ ტრამპს არ გამოუთქვამს პარტნიორების მიმართ თავისი პრეტენზიები და დაარწმუნა ისინი, რომ შეერთებული შტატები ალიანსს არ დატოვებს. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე ლიდერებმა „გამოხატეს თავიანთი სიყვარული“ შეერთებული შტატების მიმართ.
სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ასევე საუბარია ნატოს ყველა ქვეყნის ერთიანობასა და კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი ერთგულებაზე.
მიმდინარეობს ტექსტის განახლება.

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·