WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა და მსოფლიოს სახელმწიფოები გააფრთხილა მძიმე შედეგების შესახებ, რაც მათ მიერ ირანის დახმარებას მოჰყვება.

ტრამპმა 19 აგვისტოს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-დაწერა, რომ ირანს მან მისცა შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც არ გამოიყენა, ამიტომ „იქნება ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბის“. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ტრამპმა მოსალოდნელი უზარმაზარი ეკონომიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც ირანს „რაიმე სახის სამაშველო რგოლს“ მისცემენ.

კერძოდ, თავიანთ საფინანსო ინსტიტუტებს, საწარმოებს, ან სამთავრობო სტრუქტურებს მისცემენ ირანისთვის ნებისმიერი სახის დახმარების გაწევის შესაძლებლობას. ტრამპის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს ნავთობის კონტრაბანდა, ფულადი გადარიცხვები, გადამცვლელი პუნქტები, გემების რეესტრები და ფასადური კომპანიები.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ირანმა რეგიონში ვაშინგტონის მოკავშირეებზე დარტყმებით და ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით უპასუხა, აპრილში მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადება და მოლაპარაკებების გაგრძელება.

აშშ-ის მთავარი მოთხოვნაა ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.

ივნისში შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და საბოლოო შეთანხმების მისაღწევად შუამავლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაგრძელდა.

ივლისში შეერთებულმა შტატებმა ირანი დაადანაშაულა მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში და ირანზე დარტყმები განაახლა. თავის მხრივ, ირანმა, რომელიც გემების მასთან შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობას მოითხოვდა, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა. შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადა განაახლა.

მემორანდუმით გათვალისწინებული 60-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მხარეებს მოლაპარაკებების შედეგად საბოლოო შეთახმებისთვის უნდა მიეღწიათ, უშედეგოდ ამოიწურა.