ტრამპმა რუსულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლა კიდევ ერთი წლით აუკრძალა

1 day ago 9

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლით გააგრძელა ქვეყნის პორტებში რუსეთის დროშით მცურავი გემების შესვლის აკრძალვა.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ოფიციალურად დღეს, 17 აპრილს გამოქვეყნდება შეერთებული შტატების ფედერალურ რეესტრში.

რუსეთის დროშით მცურავ, ან რუსეთთან კავშირის მქონე გემებს აშშ-ის პორტებში შესვლა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აუკრძალა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი უფლებამოსილია გარკვეული ვადით დაწესებული შეზღუდვები გააგრძელოს.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებებით ცდილობს უკრაინაში ომის შეწყვეტას.

ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ შედეგს ვერ მიაღწევენ, შესაძლოა, რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს.

სრულად წაკითხვა