ტრამპმა უკრაინაში ომზე პასუხისმგებლებს პუტინიც დაამატა

4 months ago 42

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის გამო წინამორბედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც დააკისრა.

ომის დაწყების თემაზე ტრამპმა 14 აპრილს ორჯერ გააკეთა საჯარო განცხადება. ჯერ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პასუხისმგებლები ბაიდენი და ზელენსკი არიან, შემდეგ კი თეთრ სახლში განაცხადა, რომ პუტინიც დამნაშავეა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, სალვადორის პრეზიდენტთან შეხვედრისას, რომლის ნაწილი მედიისთვის ღია იყო, ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს და ზელენსკის შეეძლოთ შეჩერება(ომის), ხოლო პუტინს არასდროს არ უნდა დაეწყო, ამიტომ სამივე დამნაშავეა.

ამასთან, ომის დაწყების კონტექსტში ტრამპმა ზელენსკიც ახსენა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის წინადადებაზე, აშშ-ისგან შეიძინონ სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი.

ტრამპის განცხადებით, როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ ომის მოგება შეგიძლია, ომს არ უნდა იწყებდე მასთან, ვინც შენზე ოცჯერ დიდია და შემდეგ იმის იმედი გქონდეს, რომ ხალხი რამდენიმე რაკეტას მოგცემს.

სრულად წაკითხვა