ტურისტი ქალი დაიღუპა, სვანეთში, მესტიაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან მასთან თანმხლები სხვა ადამიანები.
დაუზუსტებელია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაღუპული ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტურისტი მესტიიდან უკვე გადასვენებულია.
შემთხვევა გუშინ 26 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით ტურისტი ზვავში სრიალის დროს მოჰყვა.