The Athletic-მა დაწერა, რომ მადრიდის რეალმა კარლო ანჩელოტის სატრანსფერო მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა.
გამოცემის მტკიცებით, კარლო ზამთარში მარჯვენა მცველსა და ცენტრალურ მცველს ითხოვდა, რათა გადატვირთულ გრაფიკში მწვრთნელს როტაციის შესაძლებლობა ჰქონოდა.
ფლორენტინო პერესი ანჩელოტის იდეას იზიარებს, თუმცა ზამთარში არავის დამატება არ სურს, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო მაინც დასჭირდებათ და მიმდინარე სეზონში ახლადმოსულებს სარგებელი თითქმის არ ექნებათ.