კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც, ბოლო პერიოდში, აქტიურად ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მიესალმება ვაშინგტონის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. „რესპუბლიკელთა კვლევის კომიტეტთან“ ერთად, 2020 წელს მოვუწოდე ამისკენ. ივანიშვილს ამერიკა სძულს, ხოლო ჩინეთი და ირანი უყვარს. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, — ამბობს უილსონი.