“უკან გადადგმული ნაბიჯია” – ხავიერ კოლომინა რუსულ კანონზე

1 week ago 12

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „X-ზე“ წერს, რომ NATO შეშფოთებულია რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის გზაზე.

“ნატო შეშფოთებულია თბილისში კანონპროექტის პირველი მიღების გამო. არსებითია, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყანას, ჰქონდეს სწორი სამოქმედო ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისთვის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და ხელს არ უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, — წერს ხავიერ კოლომინა.

17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა