ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ნაპოლის ყოფილ შემტევ ლორენცო ინსინიეს სერია A-ში დაბრუნების შანსი გაუჩნდა.
როგორც იწერება, მარცხენა გარემარბის დამატებით მონცა ინტერესდება, რომლის სპორტული დირექტორიც ინსინიეზე ინფორმაციას უკვე აგროვებს.
ლორენცო ახლა ამერიკის MLS-ში, კერძოდ ტორონტოში თამაშობს. მან ბოლო სეზონის 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.