ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, რაც ნიშნავს, რომ მან გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, არსებობს „საფრთხე“, მზია ამაღლობელმა „ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, მიიმალოს.
მზია ამაღლობელია ერთ-ერთია იმ 50-მდე ადამიანს შორის, რომელიც პოლიციამ საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად დააკავა. 2024 წლის 28 ნოემბერს შემდეგ პოლიციამ იძალადა ათობით დემონსტრანტზე - თუმცა ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი დაკავებული არ არის.
ჟურნალისტი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს - მისი თქმით, მას დაკავების შემდეგ სახეში შეაფურთხეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მას დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.