უკრაინა საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმის გამო

2 hours ago 3

უკრაინა იწყებს პროცედურებს იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით და მოითხოვს „დაუყოვნებელ და ადეკვატურ რეაგირებას“ რუსეთის თავდასხმაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კიევ-პეჩერის ლავრის შენობებს.

„ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით უკვე გადააჭარბეს ISIS-ს. მხოლოდ რუს ნაძირალებს, რომელთათვისაც არაფერია წმინდა, შეუძლიათ გამიზნულად დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა – იუნესკოს უნიკალური მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრი სიბიჰამ დასძინა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა „სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე სასტიკი ბარბაროსების სიაში“ ქრისტიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წმინდა ადგილზე თავდასხმით.

„ჩვენ სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში და მოვითხოვთ დაუყოვნებელ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფოებრივ ბარბაროსობაზე.

ჩვენ ველით მკაცრ რეაქციებს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქებისგან. არავითარი ბუნდოვანი სიტყვები, დუმილი ან სუსტი ნაბიჯები. რუსული ბარბაროსობის შესაჩერებლად ახლა ქმედებებია საჭირო,“ – განაცხადა მან.

კიევზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია სამონასტრო კომპლექსზე ზუსტი დარტყმისა და მისი შენობების მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმას „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დანაშაული“ უწოდა.

სრულად წაკითხვა