უკრაინამ ბახმუტის, კურახოვოს, პოკროვსკისა და სხვა ფრონტის ხაზებზე დაღუპული 909 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. ეს ინფორმაცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა.
შტაბის განცხადებით, დაღუპული მებრძოლების დაბრუნება შესაძლებელი გახდა უკრაინის სხვადასხვა სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ცხედრების დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმაც.
ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გადაეცემა. დაღუპულთა იდენტიფიკაციის პროცესში მონაწილეობენ სამხედრო პროკურატურის, სამედიცინო სამსახურისა და სხვა პროფილური ორგანიზაციების წარმომადგენლები.