უკრაინის ძალებმა შეტევა მიიტანეს რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ 15 ოქტომბერს დღისით განაცხადა, რომ ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე იერიში გასულ ღამით მიიტანეს სარაკეტო კომპლექსით „ნეპტუნი“. დარტყმა იყო სუ-34მ ტიპის ექვს ბომბდამშენზე და ფრენების უზრუნველყოფის ტექნიკურ დანადგარზე. აეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია დეტონაცია და ხანძარი.
ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო შეტევისა და ხანძრის შესახებ ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს ღამით წერდა მონიტორინგის უკრაინული არხი Exilenova+.
რუსეთს ამ აეროდრომზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე შეტევა მიიტანეს 2024-2025 წლებშიც.
radiotavisupleba ახალი ამბები