WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინამ და რუსეთმა 17 სექტემბერს დაღუპული მეომრების ცხედრები გაცვალეს.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით 252 ცხედარი მიიღო. რუსული მხარის მტკიცებით, ყველა ცხედარი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით. უკრაინა ცხედრების იდენტიფიცირებას დამოუკიდებლადაც ჩაატარებს.

რუსულ მხარეს 23 ცხედარი გადასცეს.

გაცვლა ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ნოვაია გუტასთან“ შედგა.

მანამდე დაღუპულთა ცხედრები უკრაინამ და რუსეთმა 2026 წლის 13 აგვისტოს გაცვალეს. მაშინ უკრაინას 261 ცხედარი, ხოლო რუსეთს - 24 ცხედარი გადაეცა.

2026 წლის დასაწყისიდან რუსეთმა და უკრაინამ დაღუპულთა ცხედრები რვაჯერ გაცვალეს. 17 სექტემბრის გაცვლის გათვალისწინებით, რუსეთის მხარემ უკრაინას სულ 5064 ცხედარი გადასცა, უკრაინამ კი რუსეთს - 266.

დაღუპული მებრძოლების ყველაზე მეტი ცხედარი მხარეებმა 29 იანვარს, 26 თებერვალსა და 9 აპრილს გაცვალეს. თითოეულ შემთხვევაში უკრაინას 1000-1000 ცხედარი გადასცეს. ამის შემდეგ გადაცემული ნეშტების რაოდენობა შემცირდა: მაისში - 528, ივნისში - 522, ივლისში - 501, აგვისტოში - 261, ხოლო სექტემბერში - 252.

უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ ყოველი გადაცემის შემდეგ ნეშტებს ექსპერტიზა უტარდება მათი, დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისთვის.