WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად სერჰი კორეცკის დანიშვნას. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს 15 ივლისს წარუდგინა.

16 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად, პარლამენტი ხმათა უმრავლესობით(289 მომხრე) დაეთანხმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრად სერჰი კორეცკის დანიშვნის შესახებ.

48 წლის კორეცკი მანამდე ხელმძღვანელობდა ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გადამუშვების სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზს“.

ორი დღით ადრე, 14 ივლისს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებას, რასაც ავტომატურად მოჰყვა ყველა მინისტრის გადადგომა. საკადრო ცვლილებების ინიციატორი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.