ქართველი “კანონიერი ქურდი”, 63 წლის “ხმელო” – გიორგი ხმელიძე უკრაინაში დააკავეს. 

უკრაინის გამოძიების დეპარტამენტი მას კრიმინალური კლანის ლიდერად და უკრაინისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან “კანონიერ ქურდად” მოიხსენიებს. 

წარმოშობით რუსთაველი ხმელიძე დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამჟამად წყდება მისი დეპორტაციის საკითხი საქართველოში. 

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ “ხმელოს” ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა.