უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს, სანაპირო სარაკეტო კომპლექს „ნეპტუნით“ დარტყმა განხორციელდა ვორონეჟის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე „ბორისოგლებსკის“ სამხედრო აეროდრომზე.
უწყება ამბობს, რომ აეროდრომზე 6 Су-34М ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს.
„ასევე განადგურდა ავიაციის ფრენების უზრუნველყოფის ტექნიკური აღჭურვილობა, აეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირდა განმეორებითი დეტონაციები და ხანძარი“, — აცხადებს უკრაინული მხარე.
სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია ზუსტდება. რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინულ „ტელეგრამ-არხებზე“ გავრცელდა სატელიტური ფოტო აეროდრომიდან, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა:

netgazeti