უკრაინის გენშტაბი: აზოვის ზღვაში რუსეთის 12 ტანკერს დავარტყით

3 weeks ago 45

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა აზოვის ზღვაში რუსეთის 12 ტანკერს, ერთ ბუქსირსა და ერთ მშრალტვირთმზიდ გემს დაარტყეს. უწყება ამბობს, რომ „ მიყენებული ზიანის ხარისხი და იერიშის შედეგები ზუსტდება“.

„დაზიანებული გემები გამოიყენებოდა, სხვა დანიშნულებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფებების საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგებისთვის, აგრეთვე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. ისინი უზრუნველყოფენ ენერგორესურსების ექსპორტს, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა“, – დაწერა სამხედრო უწყებამ Telegram-ზე.

უწყება ამბობს, რომ დარტყმა განხორციელდა ბატაისკში (როსტოვის ოლქი) მდებარე ნავთობმზიდ ტერმინალზე „Юг Руси-ზე“. უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ ეს ობიექტი უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ექსპორტისთვის და გამოიყენება სამხრეთის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფებების საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგებისთვის, ისევე როგორც იმ სავალუტო შემოსავლების მისაღებად, რომლებიც მიიმართება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაფინანსებლად.

უკრაინა ამბობს, რომ გარდა ამისა, გაანადგურეს  საბრძოლო მასალის საწყობი ლუგანსკის ოლქის სოროკინოს რაიონში.

სრულად წაკითხვა