უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2 ივლისს რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში დრონებით დაარტყეს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
ქარხანაზე შეტევა, რომლის შესახებაც თავდაპირველად უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები წერდნენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დაარტყეს კსტოვოში მდებარე ქარხანა „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზს“, რომლის ტერიტორიაზეც ხანძარი გაჩნდა და წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი.
- „ლუკოილის” ამ ქარხანას, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის აპრილსა და მაისშიც.
- წინა, 20 მაისის შეტევის შემდეგ სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ქარხანა იძულებული გახდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი დანადგარის მუშაობა შეეჩერებინა.
რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა 2 ივლისს დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რეგიონში განადგურებულია 30 უკრაინული დრონი და „ნამსხვრევების ჩამოცვენამ გამოიწვიია ერთი-ერთი სამრეწველო ობიექტის და რამდენიმე სახლის არაკრიტიკული დაზიანებები“.
გუბერნატორის თანახმად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ნიკიტინს არც კონკრეტული რაიონი დაუსახელებია და არც საწარმო.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·