უკრაინის დელეგაცია პარიზში ჩავიდა ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შესახვედრად

1 day ago 6

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკის მიერ დღეს, 17 აპრილს ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში იმყოფება საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრი სიბიჰასა და რუსტემ უმეროვთან ერთად.

ერმაკის თანახმად, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს გამართავენ წარმომადგენლებთან იმ სახელმწიფოების, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უკრაინის უსაფრხოების გარანტირება, კერძოდ, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან.

როგორც ერმაკი წერს, მუშაობენ უკრაინის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ცნობილია, რომ პარიზში იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

სრულად წაკითხვა