უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - "ვიდრე რუსეთის აგრესია გრძელდება, სანქციები არ უნდა შემსუბუქდეს"

2 days ago 5

„სანქციების მეჩვიდმეტე პაკეტის მიღებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ რუსეთი უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდეს და გაძლიერდეს მოლაპარაკებებში მასზე ზემოქმედების ბერკეტი. სანქციების საშუალებით რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული პოტენციალის შეზღუდვა უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების გეგმის ნაწილი“ - განუცხადა უცხოელ დიპლომატებს უკრაინის პრეზიდენტის კომისარმა სანქციების საკითხებში ვლადისლავ ვლასიუკმა.

მასთან ერთად სანქციების თემაზე ბრიფინგში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იჰორ ჟოვკვა, რომელიც დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების სამეფოს, გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთის, შვედეთის, იაპონიისა და ევროკავშირის დიპლომატებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე რუსეთის დარტყმების შედეგების შესახებ ესაუბრა: „ჩვენ გვჭირდება დახმარება კონკრეტული სახით, როგორიცაა საჰაერო დაცვის სისტემები ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად და სასანქციო ზეწოლის გაძლიერება. ვიდრე რუსეთის აგრესია გრძელდება, სანქციები არ უნდა შემსუბუქდეს“.

ვლადისლავ ვლასიუკმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფასებენ დაწესებული სანქციების ეფექტს რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლებზე, მისი თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობებზე, აანალიზებენ რუსეთის იარაღში, უპილოტო საფრენ აპარატებსა და თვითმფრინავებში აღმოჩენილ კომპონენტებს, იკვლევენ მიწოდების ჯაჭვებს, რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის წვდომას უცხოურ ტექნოლოგიებზე და ადგენენ ხვრელებს, რომლებითაც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა ეძლევა.

სრულად წაკითხვა