უკრაინის ქალაქ მარგანეცში დიდი მსხვერპლი მოჰყვა ავტობუსზე დრონით დარტყმას

4 hours ago 3

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს, 23 აპრილს დილით რუსეთის ჯარებმა დრონით დაარტყეს ავტობუსს, რომელსაც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები გადაჰყავდა.

ქალაქი მარგანეცი ქალაქ ნიკოპოლის გვერდით, მდინარე დნეპრის ნაპირზე მდებარეობს. ამ რაიონში მდინარის მეორე ნაპირი, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რუსეთის ჯარები ნიკოპოლს და მარგანეცს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ.

სრულად წაკითხვა